ჩვენი ისტორია 1976 წელს დაიწყო, როცა ჩვენმა დამფუძნებელმა - ანიტა როდიკმა ბრაიტონში პატარა მწვანე მაღაზია გახსნა. მას სჯეროდა, რომ რაღაც რევოლუციურს იწყებდა, რადგან მისი რწმენით, ბიზნეს შეეძლო კარგი საქმეების კეთებაც. ამიტომაც ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საშუალო სტატისტიკური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია - 40 წლიანი კამპანიებისა და ცვლილებების გზამ, სილამაზის ინდუსტრიაში საოცარი შედეგები დაგვანახა. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ასე რომ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ,,ბოდი შოპში’’.
,,ბოდი შოპი’’ იბრძვის უფრო სამართლიანი და ლამაზი სამყაროსთვის. სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს მის ყველა აქტივობას. ჩვენი რწმენები ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს: ბიზნესი შესაძლებელია იყოს სიკეთის მომტანი საშუალება, რომელიც აძლიერებს ქალებსა და გოგონებს. წაიკითხე ბრენდის მანიფესტი და გაიგე მეტი ჩვენს გულწრფელ მიზანსა და რწმენაზე.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.