1. როგორ შევიძინო პროდუქტი?
იმისათვის რომ პროდუქტი შეიძინოთ პირველ რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, დაამატოთ სასურველი პროდუქცია კალათაში, შეარჩიოთ ფილიალი და შეკვეთის მიღების მეთოდი (“მომიტანე” ან “მივაკითხავ”). აირჩიეთ გადახდის მეთოდი და დააჭირეთ ყიდვას. თქვენი შეკვეთა უკვე დაფიქსირებულია
2. რამდენ ხანში ხდება მიწოდება?
შეკვეთის მიწოდება ხდება შეკვეთიდან მაქსიმუმ 60 წუთის განმავლობაში
3. რომელ ქალაქებში შემიძლია მიწოდების სერვისით სარგებლობა?
თბილისში, ბათუმში
4. როგორ დავამატოთ ლოიალური ბარათი საიტზე?
ლოიალობის ბარათის დასამატებლად საჭიროა ბარათის ველში დაამატოთ პირადი ნომერი. ავტომატურად გამოჩნდება თქვენი ლოიალობის ბარათი და ბარათზე დაგროვებული ქულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან გაიხსნება ახალი ელექტრონული ბარათი (თუ არ გაქვთ ლოიალობის ბარათი).
5. დამერიცხება თუ არა ქულები დაგროვებით ბარათზე?
იმ შემთხვევაში თუ ბარათი დამატებული გაქვთ საიტზე,შეკვეთის ფილიალიდან გატანისთანავე დაგერიცხებათ ქულები
6. მივაკითხავ სერვისით სარგებლობისას რამდენ ხანში შემიძლია შეკვეთა გამოვიტანო ფილიალიდან?
შეკვეთის გატანა ფილიალიდან შეგიძლიათ იმ წამიდანვე როცა მას მიენიჭება “მომზადებულია” სტატუსი. შეკვეთის ფილიალში შენახვის მაქსიმალური ვადაა 7 კალენდარული დღე.
7. როგორ შემიძლია ანგარიშსწორება ონლაინ შეძენისას?
საიტზე მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ საბანკო ბარათი.
8. მაღაზიაში არსებული ფასდაკლებები მოქმედებს ონლაინ შეძენისას?
საიტზე შეძენისას სარგებლობთ იგივე ფასდაკლებებით რაც მოქმედებს ფილიალში
9. როგორ გამოვიყენო პრომო კოდი?
პრომო კოდით სარგებლობისათვის აუცილებელია გადახდის ბოლო ეტაპის დასრულებამდე, პრომო კოდისთვის განკუთვნილ ველში ჩაწეროთ პრომო კოდის სპეციალური სიმბოლოები და დააჭიროთ გამოყენებას.
10. რა ღირს მიწოდების სერვისი?
მიტანის სერვისის ღირებულება დამოკიდებულია მაღაზიასა და მიტანის სასურველ ადგილს შორის მანძილზე.
11. პროდუქტის უკან დაბრუნება როგორ ხდება?
გთხოვთ გაეცანით გაცვლა/დაბრუნების პირობებს
12. როგორ მოვიქცე თუ შეკვეთასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა ან კითხვა მაქვს?
დაგვიკავშირდით ჩათის საშუალებით (ლინკი) ან დაგვირეკეთ ნომერზე 0322710707 ( ტონალურ რეჟიმში აკრიფეთ 1)
13. როგორ გავაუქმო შეკვეთა?
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია ბოდი შოპის-ს ვებ გვერდის ციფრული მხარდაჭერის სპეციალისტის დახმარებით, გამონაკლის შემთხვევებში.
14. რა მოხდება მაშინ თუ შეკვეთის გატანას ვერ მოვახერხებ მაღაზიიდაბ 7 დღის ვადაში?
თუ შეკვეთას გაუვიდა შენახვის ვადა, შეკვეთა გაუქმდება და თანხა 1-3 სამუშაო დღეში დაგიბრუნდებათ საბანკო ბარათზე.
15. როგორ მოვიქცე თუ კურიერი მირეკავდა და ვერ ვუპასუხე?
ჩვენი კურიერი მისამართზე მოსვლის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში დაგელოდებათ ადგილზე. თუ ამ დროის მანძილზე მის ზარს ვერ უპასუხეთ და ვერ მოახერხეთ შეკვეთის ჩაბარება, შეკვეთა დაბრუნება მაღაზიაში. ამ უკანასკნელის გატანა ფილიალიდან შეგიძლიათ 7 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ფილიალიდანაც ვერ ახერხებთ პროდუქციის გატანას, შეკვეთა გაგიუქმდებათ და შეკვეთის სრული ღირებულებიდან მხოლოდ პროდუქციის თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე 1-3 სამუშაო დღეში.