ბოდი შოპის პლათფორმის გამოყენების წესები და პირობები
1 პრეამბულა
1.3.1 პროდუქციის ძებნა;
1.3.2 პოდუქციის შეძენა და საკურიერო სერვისით სარგებლობა;
1.3.3 ლოიალობის ბარათების რეგისტრაცია/დაგროვებული ქულების ჩვენება.
1.4. პირობებში აღწერილია, როგორ უნდა გამოიყენოთ „პლათფორა“, მართოთ ანგარიშები, მხარეთა უფლება-მოვალეობები. პირობებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე digitalsupport@gepha.com.
1.5. პლატფორმით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ უპირობოდ ეთანხმებით წინამდებარე „პირობებს” და „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას” და ადასტურებთ, რომ იმოქმედებთ მათ შესაბამისად. წინამდებარე „პირობები” ჩაანაცვლებს ყველა ადრინდელ პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც მანამდე გაეცანით „აპლიკაციის”/”საიტის“ ფარგლებში მომსახურების მიღების მიზნით. ნებისმიერი „სერვისით“ სარგებლობის შემთხვევაში თქვენ ადასტურებთ წინამდებარე პირობებს.
1.6. წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის პლატფორმაზე. ამასთან, ნებისმიერი მნიშვნელოვანი (არა ტექნიკური ხასიათის) ცვლილების შესახებ გეცნობებათ თქვენი პროფილის გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნებით. თუ “თქვენ“ არ ეთანხმებით რაიმე ცვლილებას, შეგიძლიათ ანგარიშის გაუქმებისთვის მოგვწეროთ -ზე.
1.7. თუ არ ეთანხმებით „პირობების“ რომელიმე ნაწილს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ „პლატფორმა“ და არ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით.
1.8. „პირობები“ რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2 გამოყენების პირობები
2.1. 16 წლამდე პირებს ეკრძალებათ კომპანიის პლატფორმით სარგებლობა. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ პლატფორმაზე დარეგისტრირებული მომხმარებელი არის 16 წლამდე ასაკის პირი, იძულებულები ვიქნებით გავაუქმოთ ასეთი პირის ანგარიში და წავშალოთ მისი მონაცემები. გეფა-ს პლატფორმით სარგებლობით თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 16 წლის.
2.2. „პერსონალური ინფორმაცია“ განსაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ასახულია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.
2.3. მომხმარებელი უნდა გაეცნოს „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას,“ რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს:
2.3.1. მონაცემთა კატეგორიებს;
2.3.2. სავალდებულოდ მოსაწოდებელ მონაცემებს;
2.3.3. ინფორმაცის შენახვის ვადებს;
2.3.4. კონფიდენციალობის და უსაფრთხოების გარანტიებს;
2.3.5. მომხმარებლების უფლებებსა და ვალდებულებებს.
2.4. პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის მომხმარებლის სახელისა და პაროლის (შემდგომში “ანგარიში”) კონფიდენციალურობის დაცვაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს ავტორიზებული მომხმარებლის მიერ. მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გეფა-ს თავისი ანგარიშების ფაქტობრივი ან სავარაუდო უნებართვო გამოყენების შესახებ. ამასთან ერთად, გეფა არ იქნება პასუხისმგებელი იმ ზიანისთვის, რომელიც თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენებით მოგადგებათ, თქვენ კი პასუხისმგებელი იქნებით გეფა-ს ან სხვა მესამე პირის წინაშე იმ ზიანისთვის, რომელიც თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენების შედეგად წარმოიშობა.
2.5. “თქვენ“ პასუხისმგებელი ხართ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე, შესაბამისად ვალდებული ხართ გაასწოროთ, წაშალოთ არასწორი მონაცემი. „თქვენი“ პერსონალური მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, ასახოთ შესაბამისი ინფორმაცია პლატფორმაზე რეგისტრირებულ მონაცემებში. თუ კომპანიას გაუჩნდება ეჭვი, “თქვენს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე, სიზუსტეზე, სისრულეზე, უფლებას ვიტოვებთ შეგიწყვიტოთ “სერვისების“ მოწოდება თქვენს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე.
3 ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
3.1. გეფა „პლათფორმებზე“ განათავსებს შესაბამის ინფორმაციას პროდუქციის ხელმისაწვდომობის შესახებ და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის განახლებას.
3.2. გეფა არ არის და არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანის გამო (მაგ. ვირუსი), რაც შეიძლება მიადგეს მომხმარებლის მოწყობილობას პლატფორმის გამოყენებით, ან „პლათფორმიდან“ რაიმე მასალის, მონაცემის, ტექსტის, სურათის, ვიდეო ან აუდიო კონტენტის ჩამოტვირთვის გამო.
4 ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები
4.1. „პლათფორმებზე“ მითითებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
4.2. კომპანია ანიჭებს მომხმარებელს „პლათფორმაზე“/„პლათფორმის“ საშუალებით ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას, შემდგომში პროდუქციის დათვალიერების, შეკვეთის განთავსების, მიღების, მიწოდების და კომუნიკაციის მიზნით. „პლათფორმაზე“ განთავსებული ინფორმაცია, ტექსტი, გრაფიკული მასალა, სურათები, ლოგოები, ღილაკების პიკტოგრამები, პროგრამული კოდები, დიზაინი, და ა.შ (ერთობლივად, „პლატფორმ”-ის ინფორმაცია) გეფა-ს საკუთრებას წარმოადგენს და დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, სასაქონლო ნიშნის და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად. მომხმარებელმა არ უნდა შეცვალოს “პლატფორმ”-ის ინფორმაცია ან რაიმე ფორმით მოახდინოს მისი რეპროდუცირება, გამოფენა, საჯაროდ გამოქვეყნება, ან სხვაგვარად გამოყენება, საზოგადოებრივი ან კომერციული მიზნებისათვის, ან პირადი სარგებლის მისაღებად.
4.3. მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ მას არ აქვს უფლება განათავსოს, (ატვირთოს, გამოაქვეყნოს), შეცვალოს, გადასცეს, განაახლოს ან გააზიაროს ინფორმაცია, რომელიც:
4.3.1 სხვა პირს ეკუთვნის და მასზე მომხმარებელს უფლება არ აქვს;
4.3.2 არის უაღრესად საზიანო, შეურაცხმყოფელი, მკრეხელური, ცილისმწამებლური, უხამსი, პორნოგრაფიული, პედოფილური, სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემლახველი, სიძულვილის გამომხატველი, ან რასობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით მიუღებელი, დამამცირებელი, ფულის გათეთრების ან აზარტული თამაშების წამახალისებელი და ხელშემწყობი, ან ნებისმიერი სახით არაკანონერი;
4.3.3 ზიანს აყენებს არასრულწლოვნებს რაიმე ფორმით;
4.3.4 არღვევს პატენტის, სასაქონლო ნიშნის, საავტორო უფლებების ან საკუთრების უფლებას;
არღვევს ნებისმიერ მოქმედ კანონს;
4.3.5 ატყუებს ან შეცდომაში შეჰყავს ადრესატი ამგვარი შეტყობინებების წარმოშობასთან დაკავშირებით ან იძლევა რაიმე ინფორმაციას, რომელიც შეურაცხმყოფელია ან საფრთხის შემცველი;
4.3.6 შეიცავს პროგრამულ ვირუსებს ან სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს ან პროგრამებს, რომლებიც შექმნილია კომპიუტერული რესურსის ფუნქციონირების შეფერხების, განადგურების ან შეზღუდვის მიზნით.
4.4. მოხმარებელს ასევე ეკრძალება:
4.4.1 “პლატფორმ”-ის „კონტენტის“ მთლიანობის ან უსაფრთხოების დარღვევა ან ამის მცდელობა;
4.4.2 ნებისმიერი ინფორმაციის (სამუშაო ადგილის, შეტყობინებების და ჰიპერბმულის ჩათვლით) განთავსება ”საიტზე” რაც ხელისშემშლელია ან კონკურენტულია გეფა-ს მიერ მომსახურების მიწოდებასთან მიმართებაში;
4.4.3 „პლათფორმა”-ზე არასრული, ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის განთავსება;
4.4.4 სხვა მომხმარებლებთან არასასურველი კომუნიკაციების დამყარება;
4.4.5 ნებისმიერი ძრავის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელსაწყოს, აგენტის ან სხვა მოწყობილობის ან მექანიზმის გამოყენება (მაგალითად, სპაიდერები, რობოტები, ავატარები ან ინტელექტუალური აგენტები) „პლათფორმ”-ის ნავიგაციის ან ძიების მიზნით;
4.4.6 „პლათფორმ“-ის ნებისმიერი ნაწილის გაშიფვრის, დაშლის, ან უკუღმა აწყობის მცდელობა;
4.4.7 ნებისმიერი ფორმით კოპირება ან დუბლირება “პლატფორმ”-ის ნებისმიერი კონტენტის ან პლათფორმებიდან ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაციის მისაღებად;
4.4.8 პლატფორმ-ის ნებისმიერი კონტენტის კადრირება, Hot links და Deep links ბმულების გამოყენება;
4.4.9 პროგრამული უზრუნველყოფის ციფრული უფლებების მართვის, გამოყენების წესების ან უსაფრთხოების სხვა მახასიათებლების გვერდის ავლა ან გამორთვა.
4.5 მას შემდეგ, რაც გეფა თავად მოიპოვებს ან დაზარალებული პირისგან მიიღებს ზემოხსენებულიდან რომელიმე ინფორმაციას, ის უფლებამოსილია გათიშოს/წაშალოს შეუსაბამო ინფორმაცია. ამასთან გეფა უფლებამოსილია შეინახოს ამგვარი ინფორმაცია და თანმხლები ჩანაწერები, სულ მცირე, 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, სამთავრობო უწყებებისთვის გადასაცემად, თუ გამოძიების მიზნებისათვის.
4.6. მომხმარებლის მიერ მოქმედი კანონების, წესების ან დებულებების წინამდებარე „პირობების“, “მონაცემთა დაცვის პოლიტიკის” შეუსრულებლობის შემთხვევაში, გეფა-ს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის მიერ „პლათფორმაზე“ წვდომის ან გამოყენების უფლებები და „სერვისები“ და / ან წაშალოს არასასურველი ინფორმაცია „პლატფორმიდან.“
4.7. გეფა-ს შეუძლია გაამჟღავნოს ან გასცეს თქვენი ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება მოეთხოვება კანონით, ან ზედამხედველობის ორგანოს/უწყების თუ სამართალდამცავი ორგანოს მიერ, ან როდესაც გეფა, თავისი შეხედულებისამებრ, საჭიროდ თვლის, რომ დაიცვას თავისი ან სხვისი უფლებები, თავიდან აიცილოს რომელიმე პირის ან ქონების ზიანი, შეებრძოლოს თაღლითობა, უზრუნველყოს წინამდებარე პირობების შესრულება ან გამოყენება.
4.8. გეფა პატივს სცემს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და წინააღმდეგია ინტელექტუალური საკუთრების რაიმე უფლების ნებისმიერი დარღვევის.
5 პროდუქციის შეძენა
5.1 პროდუქციის შესყიდვის პროცესი იწყება სასურველი პროდუქტის ძებნის ფუნქციის გამოყენებით. მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ პროდუქტს, ფილიალს, წინამდებარე დოკუმენტის 5.8 პუნქტის შესაბამისად შეძენილი პროდუქტის მიღების მეთოდს („მივაკითხავ“ ან „მომიტანე“), უთითებს მიწოდების მისამართს („მომიტანე“ სერვისის არჩევის შემთხვევაში), ამატებს საბანკო ბარათს, რომლითაც სურს შეკვეთის საფასურის გადახდა.
5.2. პროდუქცია იყიდება სტანდარტული ფასებით, ხოლო აქციების და ლოიალობის ბარათის ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია შემოთავაზებულია დამატებით.
5.3. ყიდვის დადასტურებისას შეკვეთის ინფორმაცია გადაეცემა ფილიალს.
5.4. ვინაიდან ბოდი შოპი-ს ბაზაში არსებული მონაცემები ახლდება პერიოდულად და მასში დაუყოვნებლივ არ ხდება ფილიალის მარაგში განხორციელებული ცვლილებების ასახვა, გეფა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ შეკვეთაში მითითებული პროდუქცია ნამდვილად იქნება მარაგში.
5.5. შემდეგი ნაბიჯია პროდუქციის ნაშთის გადამოწმება ფილიალის ელექტრონულ ბაზაში. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მომხმარებლის მიერ მითითებული რაოდენობები სრულად არ იძებნება ფილიალში ან მომხმარებლის მიერ არჩეული რომელიმე პროდუქტის ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები. ორივე შემთხვევაში პლათფორმა ატყობინებს მომხმარებელს რომ ა) პროდუქტი არასრულადაა მარაგში ბ) პროდუქტის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 თვე.
5.6. თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი რომელიმე პროდუქტი არასრულადაა მარაგში ან ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, პლათფორმა ეკითხება მომხმარებელს სურს თუ არა შეკვეთის გაფორმება, მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა. მომხმარებელს პასუხის გასაცემად ეძლევა 1 საათი. თუ მომხმარებელი ამ დროის განმავლობაში პასუხს არ დააფიქსირებს, პლატფორმა ავტომატურად აუქმებს შეკვეთას და სრულად უბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას.
5.7. შემდეგ ეტაპზე შეკვეთის შესახებ ინფორმაცია მისდის კონკრეტული ფილიალის თანამშრომელს, რის შემდეგაც ის ახდენს შეკვეთაში არსებული პროდუქციის მოძიება/შეგროვებას. თუ თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ საწყობში არასრულად არის წარმოდგენილი რომელიმე პროდუქტი, ის ამის შესახებ ატყობინებს პლატფორმას. პლატფორმა თავის მხრივ ამის შესახებ ატყობინებს მომხმარებელს და ეკითხება სურს თუ არა შეკვეთის გაფორმება, მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა. მომხმარებელს პასუხის გასაცემად ეძლევა 2 საათი. თუ მომხმარებელი ამ დროში პასუხს არ დააფიქსირებს პლატფორმა ავტომატურად აუქმებს შეკვეთას და უბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას სრულად.
5.8 შეკვეთილი პროდუქტი მომხმარებლის საკუთრებაში გადადის თანხის გადახდის და აპლიკაციაში „მზადაა“ სტატუსის გააქტიურების მომენტში.
5.9. „მივაკითხავ“ სერვისით შეკვეთილი პროდუქციის პაკეტი ინახება ფილიალში მომხმარებლისთვის, შეკვეთიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ მომხმარებელი არ გამოცხადდა ამ პერიოდის განმავლობაში შეკვეთილი პროდუქციის წასაღებად, შეკვეთა უქმდება და მომხმარებელს უბრუნდება გადახდილი თანხა 1-3 სამუშაო დღეში.
5.10. შეკვეთის გასატანად მისული მომხმარებელი ან კურიერი ატყობინებს თანამშრომელს მისი შეკვეთის კოდს, რის შედეგადაც თანამშრომელი მას გადასცემს შეკვეთას.
5.11. საკურიერო სერვისით სარგებლობა ფასიანია და განისაზვრება მიწოდების მანძილით. მიწოდების ტარიფი დაანგარიშდება პლათფორმაზე მიწოდების მისამართის დამატებისთანავე.
5.12. საკურიერო მომსახურების შემთხვევაში გეფა არ არის პასუხისმგებელი ფილიალიდან გასული შეკვეთის დროულ და უნაკლო მიტანაზე მომხმარებელთან, აღნიშნულზე სრულად პასუხისმგებელია შესაბამისი საკურიერო მომსახურების მიმწოდებელი.
5.13. საკურიერო სერვისით სარგებლობისას თუ თქვენივე მიზეზით ვერ მოახერხებთ შეკვეთის ჩაბარებას (არასწორი მისამართი, სატელეფონო ზარის გამოტოვება) პროდუქცია ავტომატურად დაბრუნება შესყიდვის ფილიალში და შეგეძლებათ მისი ფილიალიდან გატანა შეკვეთიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში ან გაგიუქმდებათ შესყიდვა, პროდუქტზე საკუთრების უფლება დაუბრუნდება გეფას და მხოლოდ პროდუქციის საფასური დაგიბრუნდებათ ანგარიშზე 1-3 სამუშაო დღეში.
6 მიმოხილვა და უკუკავშირი
6.1 წინამდებარე „პლათფორმის“ გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, გაზიარებული თქვენსა და გეფა-ს ან /პროვაიდერს შორის ექვემდებარება ჩვენს „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“.
6.2 მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ წარადგენთ პლატფრომაში გამოსაქვეყნებლად.
6.3 ასევე თანხმდებით, რომ გეფა შეიძლება დაგიკავშირდეთ ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა ელექტრონული საშუალებით, შემდეგი მიზნებისათვის:
6.3.1 გამოხმაურების/უკუკავშირის მისაღებად „პლატფორმასთან“ ან გეფა-ს „სერვისებთან“ დაკავშირებით; და/ან
6.3.2 თქვენი შეფასებების თუ მიმოხილვის გამო რაიმე საჩივართან, ინფორმაციასთან ან შეკითხვასთან დაკავშირებით; და/ან
6.3.3 შესაბამისი „სერვისების“ მისაღებად; და
6.3.4 თანხმდებით, რომ ამგვარი კომუნიკაციის შემთხვევაში მაქსიმალურად ითანამშრომლებთ გეფა- სთან.
7 დამატებითი ინფორმაცია
7.1 “პლატფორმა” არის არა ფარმაცევტული პროდუქციის, (კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები და აქსესუარები) შესახებ ინფორმაციის წყარო და ორიენტირებულია პროდუქციაზე საჭირო ცნობების მიწოდებაზე, რაც მოიცავს, მაგრამ არა მხოლო
7.1.1 კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების გამოყენების წესებს, ინფორმაციას ინგრედიენტების, მწარმოებელი ქვეყნის, მოცულობის შესახებ
7.2. გეფა არ ახორციელებს კონტროლს იმ საიტებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით შეიძლება გამოჩნდეს მის „სერვისებში“. ასეთმა საიტებმა შესაძლოა თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები) ან სხვა ფაილები განათავსონ „თქვენს“ მოწყობილობაზე, შეაგროვონ თქვენზე ინფორმაცია ან მოითხოვონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რაზეც გეფა პასუხს არ აგებს. შესაბამისად, გეფა არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებგვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდების და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე, შესაბამისად მსგავს საიტებზე გადასვლის შემთხვეაში, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თავად თქვენ.
8 შეწყვეტა
8.1 გეფა უფლებას იტოვებს შეტყობინების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა „პლათფორმაზე“ და „სერვისებზე“ და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც:
8.1.1 მომხმარებელი არღვევს ამ „დოკუმენტის“ პირობებს;
8.1.2 მესამე მხარე აცნობებს თავისი რომელიმე უფლების დარღვევის შესახებ თქვენი „პლათფორმების“ ან „სერვისების“ გამოყენების შედეგად;
8.1.3 გეფა ვერ შეძლებს მომხმარებლის მიერ გეფა-სთვის მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას ან ავთენტიფიკაციას;
8.1.4 გეფა-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ასეთი მომხმარებლის მხრიდან რაიმე უკანონო, თაღლითური ან შეურაცხმყოფელი საქმიანობის შესახებ; ან
8.1.5 გეფა-ს მიაჩნია, რომ მომხმარებლის ქმედებებმა შეიძლება მისი, სხვა მომხმარებლების ან გეფა- ს იურიდიული პასუხისმგებლობა გამოიწვიოს, ან რომ ისინი „პლათფორმების“ ინტერესების საწინააღმდეგოა.
8.2. თუ საკუთარი ანგარიშის წაშლა გსურთ, პირადი პროფილიდან შეძლებთ ანგარიშის დეაქტივაციას ანდ შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს „სერვისების“ მხარდამჭერ გუნდს მისამართზე:
9 პასუხისმგებლობის შეზღუდვა
9.1 წინამდებარე პოლიტიკაში მითითებული დამუშავების მიზნების მისაღწევად, შესაბამისი მოცულობით, თქვენს პერსონალურ მონაცემებს გავუზიარებთ ჩვენს კონტრაქტორებს, როგორებიც არიან: დეველოპერული კომპანიები, საგადასახადო და ფინანსური ინსტიტუტები, საკურიერო კომპანიები.
9.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გეფა არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობასა და უსაფრთხოებაზე, რომელიც სცილდება გეფასა და მესამე პირებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებს. გარდა ამისა, გეფა არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე დარღვევაზე ან მესამე მხარის ქმედებაზე ან მოვლენებზე, რომლებსაც გეფა ვერ აკონტროლებს, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მთავრობის ქმედებებზე, კომპიუტერში ჰაკერულ შეღწევაზე, კომპიუტერულ მონაცემებთან და მონაცემთა შესანახ აღჭურვილობასთან არაუფლებამოსილ წვდომაზე, კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლაზე, უსაფრთხოების და კოდირების დარღვევაზე, ინეტრნეტმომსახურების ან „მომხმარებლის“ სატელეფონო სერვისის უხარისხობაზე, სხვა.
10 შენახვა და განადგურება
10.1. ჩვენ გვაქვს უფლება, შევინახოთ „თქვენი“ ინფორმაცია მანამ, სანამ აქტიურია „თქვენი“ „სერვისების“ ანგარიში და საჭიროა „თქვენთვის“ „სერვისების“ მოწოდება. ნებისმიერი ფორმით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემდგომ, თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეინახება კომპანიაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
11 მოქმედი კანონმდებლობა და დავების მოგვარება
11.1 თქვენ ეთანხმებით, რომ ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთბა გეფა-ს და მომხმარებელს შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
11.2. ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან ან მას ეხება, მათ შორის, წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების ფარგლებს ან მიზანშეწონილობას, ან „პლათფორმების“ ან იმ „სერვისების“ ან ინფორმაციის გამოყენებას, რომელზეც მას წვდომის საშუალება აქვს, განსახილველად გადაეცემა სასამართლოს.
12 საკონტაქტო ინფორმაცია
12.1. პირობებთან, სერივსებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით, საჩივრით შეგიძლიათ მომართოთ გეფას ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: digitalsupport@gepha.com.
12.2. „თქვენ“ წაკითხული გაქვთ წინამდებარე „პირობები“ და ეთანხმებით მათში მოცემულ ყველა დებულებას.