შემოუერთდი ცვლილებებს ჩვენი მომავლისთვის
სამყაროს ყველა ერთად ვჭირდებით
ჩვენ ვიბრძვით კლიმატის ცვლილების, მზარდი უთანასწორობის, ეკონომიკური დისბალანსისა და სხვა გამოწვევების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიყოთ ღია ახალი გზების ძიებისთვის და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ წესები, თუ გვსურს სწორი გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.
უპრეცედენტო დრო მოითხოვს უპრეცედენტო ენერგიას, კრეატიულობასა და ოპტიმიზმს. ახალგაზრდები ფლობენ ამ უნარებს და ამაზე მეტსაც: მათ შეუძლიათ პროტესტი, კითხვების დასმა, შუამდგომლობა, ხმის მიცემა და საკუთარი აზრის დაფიქსირება.
საზოგადოებრივ ცხოვრებას აკლია ახალგაზრდული ენერგია, ჩვენ გვჭირდება მათი დანახვა და მოსმენა.სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ბრიტანეთის ახალგაზრდულ საბჭოსთან, რათა მოვუწოდოთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, შეამციროს ხმის მიცემის ასაკი ყველა არჩევნებისას.
ჩვენ უნდა გადავწეროთ წესები ჩვენივე მომავლისთვის.
ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება 16 წლიდან.