რას მივაღწიეთ ამ დრომდე?
2018 წლის 4 ოქტომბერს, ცხოველთა მსოფლიო დღეს, ,,ბოდი შოპმა’’ და Cruelty Free International-მა 8,3 მილიონი ხელმოწერა წაიღეს ცხოველებზე კოსმეტიკური ტესტირების წინააღმდეგ გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში. პეტიციის მიზანი იყო გლობალური ჩარჩოს შექმნა ცხოველებზე ტესტირების დასასრულებლად.
,,ბოდი შოპი’’ იყო პირველი საერთაშორისო სილამაზის ბრენდებს შორის, რომელმაც დაიწყო კამპანია ცხოველებზე ტესტირების წინააღმდეგ. ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია Cruelty Free International - პირველი გლობალური, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაც მიმართულია ცხოველებზე კოსმეტიკური პროდუქტებისა და ინგრედიენტების ტესტირების დასრულებისკენ. ეს არის ყველაზე ამბიციური კამპანია, რომელიც ოდესმე ყოფილა ცხოველებზე კოსმეტიკური ტესტირების წინააღმდეგ.
პეტიციის ხელმოწერები შეგროვდა სულ რაღაც 15 თვეში, მთელ მსოფლიოში მცხოვრები მხარდამჭერებისგან. ეს მოუწოდებს გაეროს ქვეყნებს, ოფიციალურად შექმნან საერთაშორისო ჩარჩო ცხოველებზე კოსმეტიკური ტესტირების დასასრულებლად.