გააძლიერე შენი თმა ისე, როგორც შენ ხარ ძლიერი, ჩვენი ახალი თმის მოვლის რუტინებით. გაეცანი ჩვენს გზამკვლევს და იპოვე ზუსტად შენზე მორგებული მოვლის ფორმულა.
თმას აქვს ხასიათი, ინდივიდუალობა — ის ყვება ისტორიას შენზე. მიუცი მას მეტი ძალა, ვიდრე ოდესმე, ჩვენი ახალი ვეგანური თმის მოვლის ხაზით. ყველა პროდუქტი შექმნილია მინიმუმ 90%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებით და ვეგანურია..

რაც არ უნდა გაწუხებდეს – მშრალი სკალპი, ცხიმიანი ძირები, ბზინვარების ნაკლებობა, ფრიზი თუ თმის მტვრევა – ყველა პრობლემისთვის გვაქვს შესაბამისი რუტინა.

• ძირითადი ინგრედიენტი: ჯინჯერის ზეთი
• რას აკეთებს: ამცირებს ქერტლს, ამშვიდებს და აბალანსებს სკალპს
• დამატება: ჯინჯერის შრატი
ჯინჯერი ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი აშორებს ფანტელებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ სკალპს. კონდიციონერი არა მხოლოდ თმაზე, არამედ პირდაპირ სკალპზეც ისმევა – აძლიერებს, არბილებს და თმას უფრო გამძლეს ხდის. შრატი კი დაბანებს შორისაც გეხმარება, რომ სიმშრალემ და ქავილმა არ შეგაწუხოს.

• ძირითადი ინგრედიენტი: ორგანული ჩაის ხის ზეთი (კენია)
• რას აკეთებს: წმენდს, ბალანსს აღადგენს და თმას სიგრილის შეგრძნებას სძენს
ჩაის ხის შამპუნი ნაზად წმენდს და ცხიმიან სკალპს სიმსუბუქის შეგრძნებას ანიჭებს. კონდიციონერი თმას არბილებს და დამატენიანებელ ბალანსს ინარჩუნებს, ისე რომ ბუნებრივი ზეთები არ გამოგიშრეს.
.png&w=3840&q=100)
• ძირითადი ინგრედიენტი: მორინგას თესლის ზეთი (რუანდა)
• რას აკეთებს: ანიჭებს ბზინვარებას, იცავს დაბინძურებისგან
მორინგას შამპუნი და კონდიციონერი თმას სიგლუვესა და ბუნებრივ ბზინვარებას უბრუნებს, ყვავილოვან არომატს ტოვებს და იცავს გარემოს დაბინძურებისგან. მსუბუქი მისტს კი ნებისმიერ დროს შეუძლია უსიცოცხლო თმის „გამოცოცხლება“ – ბზინვარებას მატებს და თან არ არის წებოვანი.