ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ - ვიბრძვით უფრო სამართლიანი, ლამაზი სამყაროსთვის და ამაში მონაწილეობა შენც შეგიძლია.
,,ბოდი შოპი’’ უკვე 40 წელზე მეტია ლიდერია სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის სფეროში. ჩვენ გვინდა ვიყოთ ყველაზე ეთიკური, მდგრადი, ინკლუზიური და შთამაგონებელი ბრენდი. რაც უფრო მეტად ვიზრდებით და ვერთვებით ჩვენს მომხმარებლებთან კომუნიკაციაში, მით უკეთ ვიაზრებთ, რომ დიდი ცვლილებების შეტანა შეგვიძლია ადამიანებისა და ჩვენი პლანეტის სიცოცხლეში. ჩვენ ყოველწლიურად ვამოწმებთ მდგრადობის პროგრესს. გამჭვირვალობისა და საჭირო ანგარიშვალდებულების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე ვაზიარებთ დამატებით მონაცემებს ჩვენი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის შესახებ გლობალური ანგარიშგების ჩარჩოების შესაბამისად.
შეგიძლია ნახო ჩვენი 2020 და 2021 წლების ანგარიშები ან ჩამოტვირთო ახალი ანგარიში.
B კორპორაცია არის ბიზნესი, რომელიც ხელმძღვანელობს უმაღლესი სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტებით ადამიანებისა და პლანეტის მიმართ. ჩვენც ყოველთვის ამ მიზანს ვარგებდით ჩვენს ბიზნესს. ახლა კი უკვე ბეჭედიც გვაქვს ამის დასამტკიცებლად.
გაიგე, რას ნიშნავს მოწმობა და რა ძალა აქვს B Corp სერტიფიკატს ბიზნესისთვის.
პლანეტაზე ზრუნვა შევსების რევოლუციით იწყება.
2019 წელს ჩვენ ხელახლა გავუშვით ჩვენი პროდუქციის შევსების სქემა 2 ახალ მაღაზიაში. ახლა კი ვგეგმავთ, რომ შევსების სადგურები 500 მაღაზიაში გავხსნათ მსოფლიოს მასშტაბით. გსურ გაიგო მეტი? გადახედე ქვემოთ მოცემულ ბმულს, სადაც ასევე იპოვი ჩვენს მაღაზიებს.
იპოვე შენი უახლოესი შემავსებელი მაღაზია, ეწვიე მას, შეიძინე ალუმინის შეფუთვა და შეავსე პროდუქტით. გამოყენების შემდეგ მიიტანე და შეავსე ხელახლა.
2019 წელს ჩვენ დავიწყეთ გადამუშავებული პლასტმასას პროგრამა. ამაში გვეხმარებიან ინდოეთში მცხოვრები შემგროვებლები, რომლებიც შესრულებული სამუშაოსთვის სამართლიან ანაზღაურებას იღებენ.
სამართლიანი სათემო ვაჭრობის ამ მიმართულებით მუშაობისას, პირველ წელს შევიძინეთ 250 ტონა გადამუშავებული პლასტმასა, რომელიც შამპუნებისა და კონდიციონერების შეფუთვებისთვის გამოვიყენეთ. 2021 წლის ბოლოსთვის კი ჩვენ 900 ტონაზე მეტი გადამუშავებული პლასტმასას შევიძინეთ.
ჩვენ წვლილი შეგვაქვს არსებული ნარჩენების შემცირებაში პოზიტიური სოციალური ცვლილებების დანერგვის გზით.
ჩვენ ვიყენებთ მეტ PCR-ს შეფუთვებში და თანდათან ვამცირებთ გადაუმუშავებელ პლასტმასას.
დღეს, ჩვენი PET პლასტმასას ყველა შეფუთვა შეიცავს 100%-ით გადამუშავებული მასალის ნაწილს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც მოვიპოვებთ სამართლიანი სათემო ვაჭრობის პროგრამით, ჩვენი პარტნიორის, ,,პლასტმასა ცვლილებებისთვის’’, მეშვეობით.
2020 წელს ჩვენი პლასტმასას მთლიანი მოხმარების 29% გადამუშავებული მასალისგან იყო დამზადებული.
2030 წლისთვის ეს რიცხვი 50%-ს მიაღწევს, მაგრამ შესაძლებელია ამ გრძელვადიან მიზანს უფრო მალეც მივაღწიოთ და შევიმუშავოთ წრიული მოდელი, რის მიხედვითაც ჩვენი შეფუთვის 100% იქნება გადამუშავებადი, ხელახლა გამოყენებადი ან ბუნებრივი მასალისგან დამზადებული უკვე 2025 წლისთვის.
პროდუქტების შემადგენლობის სრულად გავეგანურება რთული პროცესია, მით უმეტეს, როცა სილამაზის ინდუსტრია ძალიანაც არ ჩქარობს შესაბამისი ზომების მიღებას.
ინგრედიენტები შეიძლება დამაბნეველი იყოს, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ზუსტად ვწერთ შემადგენლობის აღწერას, რათა მომხმარებელი მშვიდად გრძნობდეს თავს.
ამჟამად ჩვენი პროდუქტის ფორმულების 100% ვეგეტარიანულია, 60% კი - ვეგანური. ახლა ჩვენ ამის გაუმჯობესებაც გვსურს - 2023 წლის ბოლოსთვის ჩვენი ფორმულების მთელი პორტფელი სერტიფიცირებული იქნება ვეგანური საზოგადოების მიერ.
ჩვენ გვინდა სამუდამოდ ავკრძალოთ ცხოველებზე ტესტირების სასტიკი პრაქტიკა კოსმეტიკაში.
ჩვენ ცხოველთა უფლებებისთვის 1989 წლიდან ვიბრძვით. ქვეყნების დაახლოებით 80%-ს ამჟამად არ გააჩნია კანონები ცხოველებზე ტესტირების შესახებ. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ცხოველთა ტესტირების წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ მსოფლიო მოიცვას.
2018 წლის 4 ოქტომბერს, ცხოველთა მსოფლიო დღეს, ,,ბოდი შოპმა’’ და Cruelty Free International-მა 8,3 მილიონი ხელმოწერა წაიღეს ცხოველებზე კოსმეტიკური ტესტირების წინააღმდეგ გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში. პეტიციის მიზანი იყო გლობალური ჩარჩოს შექმნა ცხოველებზე ტესტირების დასასრულებლად.
2021 წელს, ჩვენს გაერთიანებას შემოუერთდა Dove და PETA, რათა ევროკომისიას კვლავ მოვთხოვოთ 2013 წელს მიღებული რეგულაციის გააქტიურება, რაც ცხოველებზე ქიმიური ტესტირების აკრძალვას გულოსხმობს.
ჩვენ ვთანამშრომლობთ Scan2Recycle-სა და MYGroup-თან, რათა შეფუთვები სწორად გადავამუშაოთ ან ხელახალი დანიშნულება მივცეთ მათ. ჩვენ ვაგროვებთ იმ ძნელად გადასამუშავებელ ნივთებსაც, რომლებსაც ბევრი ადგილობრივი გადამუშავების სქემა ვერ უმკლავდება. ასეთებია, მაგალითად, თავსახურები, პოლიეთილენის მასალისგან დამზადებული ჩანთები, პიპეტები, 50 მილიგრამზე პატარა ზომის ბოთლები, ტუჩის ბალზამის შეფუთვები, ტუშები და ა.შ.
მათი შეგროვება ახლა შესაძლებელია გაერთიანებული სამეფოს ყველა მაღაზიაში*. 2022 წლის ბოლოსთვის, ჩვენ გავხსენით 800 ასეთი მაღაზია 14 ქვეყანაში. პროგრესი გრძელდება.
ჩვენ ვხდებით მომავალი თაობების კეთილდღეობის კანონპროექტის მმართველი ჯგუფის ნაწილი. კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტის ჩართულობით უძღვება The Big Issue-ის დამფუძნებელი ლორდ ბერდი, დაძლევს კლიმატის კრიზისს, სიღარიბეს და პანდემიებს, თუკი კანონი ძალაში შევა
იმისათვის, რომ დავიცვათ მომავალი თაობები, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები და კამპანია #TodayForTomorrow. ეს კანონპროექტიც სწორედ ამ მიზნით შეიქმნა.
ჩვენ ერთად შეგვიძლია მივცეთ ხმა მომავალ თაობებს. დარეგისტრირდი და შეუერთდი მოძრაობას
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.