“სილამაზე არის აქტიური, გარეგანი გამოხატულება იმისა, რაც მოგწონს საკუთარ თავში.”
ანიტა როდრიკი
,,ბოდი შოპის’’ დამფუძნებელი
“სილამაზე არის აქტიური, გარეგანი გამოხატულება იმისა, რაც მოგწონს საკუთარ თავში.”
ანიტა როდრიკი
,,ბოდი შოპის’’ დამფუძნებელი
გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ყველა ახალი პროდუქტი მოგცემს იმას, რაც გჭირდება (იქნება ეს მშრალი კანის მოვლა, სკალპის დატენიანება, დაზიანებულ კანზე ზრუნვა, ტონალურის ზუსტად შერჩევა) და შენი კანი იქნება დატენიანებული და უფრო ელასტიური. ამისთვის ჩვენ გვაქვს უსაფრთხოებისა და ეთიკის კრიტერიუმების ნაკრები:
ჩვენ ასევე ვრჩებით მეცნიერების მოწინავე ასპარეზზე, რათა მივაღწიოთ უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს 1,835 აკრძალული ან შეზღუდული ინგრედიენტი. მათი უმრავლესობა კანონით რეგულირდება, მაგრამ ვგრძნობთ, რომ უფრო შორს უნდა წავიდეთ.
** და ჩვენ არასოდეს გამოვიყენებთ ამ 11 საეჭვო ინგრედიენტს:**
პარაბენები, მინერალური ზეთები, პეტროლატის წარმოებულები, ფორმალდეჰიდის დონორები, ციკლოზილოქსანები, ტრიკლოსანი, ფტალატები, ნატრიუმის ლაურილის სულფატი (SLS), კოკამიდი DEA, MEA & MIPA, მეთილისოთიაზოლინონი და გენმოდიფიცირებული ორგანიზმები.
ჩვენი თითოეული ფორმულა გამოკვლეულია ტოქსიკოლოგიის ექსპერტების მიერ და შემოწმებულია დერმატოლოგიურად ან ოფთალმოლოგიურად.
** ჩვენ გვაქვს კონტროლის 10 წერტილი ინგრედიენტებზე, ხოლო 18 - მზა პროდუქტებზე. ყველა მათგანი შექმნილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფით.**