“ჩემი გამოცდილებით, როცა რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობ, ეს თავს უფრო კარგად და ჯანსაღად გაგრძნობინებს. როცა საზოგადოებისთვის კარგს აკეთებ, სარგებელი შენც აუცილებლად გიბრუნდება.”
ანიტა როდრიკი
,,ბოდი შოპის’’ დამფუძნებელი
“ჩემი გამოცდილებით, როცა რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობ, ეს თავს უფრო კარგად და ჯანსაღად გაგრძნობინებს. როცა საზოგადოებისთვის კარგს აკეთებ, სარგებელი შენც აუცილებლად გიბრუნდება.”
ანიტა როდრიკი
,,ბოდი შოპის’’ დამფუძნებელი
სილამაზისადმი ჩვენი მიდგომა ყოველთვის იყო და არის განსხვავებული.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით შეგვექმნა პოზიტიური ცვლილებები და კვლავაც ამ გზაზე ვართ - ეს კეთდება შენთვის, საზოგადოებისთვის და ჩვენი პლანეტისთვის. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ საზოგადოებაზე პოზიტიური ზეგავლენა მოვახდინოთ, რასაც სილამაზის კულტურაში დანერგილი პრაქტიკით ვახერხებთ.
ჩვენ ვქმნით პროდუქტებსა და სილამაზის რუტინას ყველასთვის - ჩვენი მიზანია ყველა ადამიანმა კომფორტულად იგრძნოს თავი საკუთარ კანში.
ჩვენ ვადგენთ უსაფრთხო ფორმულებს, რომლებიც ყველა ტიპის კანს ერგება.
ჩვენი პროდუქტები შენს კანს იცავს, ატენიანებს და ათანაბრებს. მაგალითად, ჩვენი კანაფისგან დამზადებული პროდუქცია მშრალ კანს ჯავშანივით იცავს. კანაფის მოსავალი კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საფრანგეთის ადგილობრივი ველური ბუნების დაცვას. ასე რომ, მის შეძენასა და მოხმარებას ორმხრივი სარგებელი აქვს.
ჩვენ ვართ გლობალური საზოგადოების ნაწილი, რომელიც სერტიფიცირებულია B კორპორაციისგან. ჩვენი მიდგომები ხელს უწყობს მდგრადობის, ინკლუზიურობისა და რეგენერაციის გაზრდას. ჩვენ ვიყენებთ ეფექტიან წყაროებსა და ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს, სადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ მიერ გამოყენებული ბუნებრივი ინგრედიენტები დაფუძნებულია რეგენერაციულ მეურნეობაზე.
ჩვენ 1989 წელს დავიწყეთ ცხოველებზე ტესტირების აკრძალვის კამპანია. ჩვენ ვიყავით პირველი საერთაშორისო კოსმეტიკური კომპანია, რომელმაც ეს გააკეთა. ახლა გვაქვს ამბიციაა, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი სერტიფიცირებული იყოს ვეგანური საზოგადოების* მიერ. ამჟამად, ჩვენი არცერთი პროდუქცია არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს და არცერთი ცხოველი არ ზიანდება ჩვენი წარმოების შედეგად.
ეთიკური წყაროების ძიება ნიშნავს, რომ გვქონდეს ჰოლისტური მიდგომა ექსპლუატაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად - რის გამოც მუდმივად განვიხილავთ პოტენციურ რისკებს და ვნერგავთ საუკეთესო პრაქტიკებს.
ჩვენ ამჯერად გვიკავია ლიდერის პოზიცია საუკეთესო პრაქტიკაში, რასაც სამართლიანი სათემო ვაჭრობის პროგრამა ეწოდება. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვიყენებთ ყველაზე თანმიმდევრულ მიდგომას სამართლიანი ფასების შესაქმნელად.
აი, ასე შევცვლით სამყაროს. ეს არის ცვლილებების გამომწვევი სილამაზე.
ჩვენ გვაქვს მისია, გავხდეთ ყველაზე ეთიკური ბრენდი სილამაზის ინდუსტრიაში. ეს ქარტია აყალიბებს იმას, თუ როგორ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, როგორ ვცვლით სამყაროს ერთად და როგორ ვაცოცხლებთ ჩვენს ახალ პროდუქტებს შენთვის.
ჩვენ ვთანამშრომლობთ 6 არაჩვეულებრივ გაერთიანებასთან, რომელთა წინაშეც გვაქვს გარკვეული ვალდებულებები.
შესაბამისად, ჩვენი პროდუქციის ხარისხი ჩვენი ერთიანობიდან გამომდინარე იქმნება.
მაგრამ ერთი რამ ცხადია - ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ სამყარო გახდეს უფრო სამართლიანი და კიდევ უფრო ლამაზი.
და ეს რეალური ცვლილებები იქმნება შენთვის. ყველა ჩვენგანისთვის.
ასე რომ, ყოველი ინგრედიენტი, რომელსაც ვიყენებთ და ყოველი ახალი პროდუქტი, რომელსაც ვქმნით, ამ მიზანს ემსახურება. მათი ფუნქციაა იზრუნოს შენს სხეულზე უსაფრთხოებისა და ეთიკის დაცვით.
და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ამ ღირებულებას.
ნებისმიერ ფასად.