“მე უბრალოდ შიას კარაქს კი არ ვხედავ. მე ვხედავ სკოლას, სუფთა, მოწესრიგებულ კლინიკებს. მე ვხედავ ქალებს, რომლებიც სიღარიბეს ამარცხებენ.”
ანიტა როდრიკი
,,ბოდი შოპის’’ დამფუძნებელი
“მე უბრალოდ შიას კარაქს კი არ ვხედავ. მე ვხედავ სკოლას, სუფთა, მოწესრიგებულ კლინიკებს. მე ვხედავ ქალებს, რომლებიც სიღარიბეს ამარცხებენ.”
ანიტა როდრიკი
,,ბოდი შოპის’’ დამფუძნებელი
,,ბოდი შოპში’’ შენი თითოეული შენაძენი, მცირე თუ დიდი, სიკეთის აქტია.
ეს არის გადამწყვეტი ნაწილი ადგილობრივი თუ გლობალური ცვლილებების ჯაჭვის.
ჩვენ უბრალოდ გაჩვენებთ გზას, რომლისკენაც ყველანი ვისწრაფვით, რათა მივიღოთ მონაწილეობა უფრო დიდი სოციალურ თანასწორობის შექმნაში.
ეს ნიშნავს, რომ რასაც ვაკეთებთ ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, შენთვის და საზოგადოებისთვის.
აქ მოცემულია რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ ვქმნით რეალურ ცვლილებებს:
,,ბოდი შოპმა’’ სათავე დაუდო ცვლილებებს სამართლიანი სათემო ვაჭრობის პროგრამის სახით. ეს არის ჩვენი საზოგადოების გარდაქმნის მთავარი გმირი.
ჩვენ ვვაჭრობთ 19 მწარმოებელ ჯგუფთან 15 სხვადასხვა ქვეყანაში, რაც გავლენას ახდენს ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე ყოველწლიურად (მათგან 60% დაბალი შემოსავლის მქონე ქალები არიან).
ეს არის პროგრამა, რომელიც ჩვენ შევქმენით 1980-იან წლებში და საოცრად ამაყები ვართ მიღებული შედეგებით.
ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ პლასტმასას კრიზისს სხვაგვარი გზით.
ჩვენ, სამართლიანი სათემო ვაჭრობის პროცესში, ვიბრძვით ადამიანებისა და პლანეტისთვის - გადამუშავებული პლასტმასას დახმარებით, რომელსაც ბენგალურუში (ინდოეთი) ვაგროვებთ.
ეს ვაჭრობა ეხმარება ნარჩენების შემგროვებლების გაძლიერებას, რადგან მათი სამუშაო პირობები სანიტარულია, ამასთან, უფრო დაფასებული და მოსახერხებელი. ისინი იღებენ იმ სამართლიან ანაზღაურებას, პატივისცემასა და აღიარებას, რომლებსაც იმსახურებენ.
უკვე ვახსენეთ, რომ ჩვენ ვიცავთ ცხოველთა უფლებებს, მაგრამ, ამავე დროს, ვიცით, რომ სილამაზის ინდუსტრიაში გამოყენებული ზოგიერთი ინგრედიენტი და მასალა მაღალი ეკოლოგიური ღირებულებისაა და საფრთხეს უქმნის ადამიანებსაც.
ჩვენ მათ არ ვეხებით და არც არასდროს შევეხებით.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ მიერ გამოყენებული ინგრედიენტების 6 ძირითად წყაროს და მათი მიწოდების ჯაჭვს, რათა აბსოლუტურად გარანტირებული ვიყოთ იმაში, რომ, რასაც კანისთვის ვიყენებთ, სრულად აკმაყოფილებს სოციალური და გარემოსდაცვითი ეთიკის სტანდარტებს.
იმის გამო, რომ გვინდა ვიყოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებების ნაწილიც, და არა მხოლოდ კომპანია, რომელიც არსებულით სარგებლობს, ჩვენ ასევე ვართ რამდენიმე პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის დამფუძნებლები ან წევრები:
აქტივიზმი ჩვენს დნმ-შია. ჩვენ ვართ აქტივისტური ბრენდი.
ანიტა როდიკს ესმოდა საერთო რწმენისა და კოლექტიური მოქმედების ძალა. მისი რწმენით, რიგ საკითხებში რადიკალიზმი საჭირო და სასიამოვნოა.
ჩვენი გუნდი ყოველთვის ერთიანდება აქტივიზმის იმ კამპანიების ირგვლივ, რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ სიკეთე და სამართლიანობა მსოფლიოსთვის.
მაგრამ ერთი რამ ცხადია - ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ სამყარო გახდეს უფრო სამართლიანი და კიდევ უფრო ლამაზი.
და ეს რეალური ცვლილებები იქმნება შენთვის. ყველა ჩვენგანისთვის.
ასე რომ, ყოველი ინგრედიენტი, რომელსაც ვიყენებთ და ყოველი ახალი პროდუქტი, რომელსაც ვქმნით, ამ მიზანს ემსახურება. მათი ფუნქციაა იზრუნოს შენს სხეულზე უსაფრთხოებისა და ეთიკის დაცვით.
და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ამ ღირებულებას.
ნებისმიერ ფასად.